სტიქია: მიწა
ჰავა: რბილი,გრილი
ტემპერამენტი: ფლეგმატიკი
ფერები: ცივი მწვანე და ლურჯიჰავა: რბილი,გრილი
ტემპერამენტი: ფლეგმატიკი
ქვა: ნეფრიტი, აქატი
ბედნიერი რიცხვი: 5
ხასიათის შტრიხები დაჯილდოებულია ანალიტიკური, რაციონალური გონებით, უსაზღვროდ შრომის მოყვარე და პუნქტუალურია, აქვს დახვეწილი გემოვნება და დიდ ყურადღებას აქცევს ინტელექტუალურ განვითარებას, საკმაოდ კარგი ფინანსისტია თუმცა ხანდახან ძალზე ხელმომჭირნეც შეიძლება გახდეს. ამასთანავე შეუძლია იყოს ცინიკოსი და ყველას და ყველაფრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი. თუმცა არანაკლებ მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართაც.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის სხვებისაგან გამორჩევა, საკმაოდ ადვილია. იგი თითქმის ყოველთვის წყნარი, სიტყვაძუნწი და განმარტოებულია. ამ მოწესრიგებულ, დახვეწილ ხალხს უსაქმოდ მყოფს თითქმის ვერასოდეს იხილავთ. უფრო ბიბლიოთეკაში ან სამსახურში, საწერ მაგიდასთან გვიანობამდე მომუშავეს თუ წააწყდებით, ვიდრე რომელიმე ხმაურიანი წვეულების ეპიცენტრში მყოფთ.
საზოგადოებაში ქალწულები თავს მოუსვენრად გრძნობენ. ბუნებით მარტოსულები არიან და ბრბო აღიზიანებთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ზრდილობის გამო მაინც უწევთ ხალხში გარევა, ჩვეული ტაქტით, მაგრამ განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე იქცევიან.
ქალწულთა უმრავლესობის აზრით ქეიფი და ხმაურიანი დროსტარება, მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეებისაგან მოცდენას და დროის ფუჭად ფლანგვას ნიშნავს.
ქალწული რეალისტია და ფუჭი ილუზიების დევნისათვის მას უბრალოდ დრო არ რჩება. როგორც წესი, მთელი დღის მანძილზე იგი უამრავი, მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებითაა დაკავებული, ამიტომ ღამით ათასგვარი სისულელეების კეთების თავი არა აქვს და ძალების აღსადგენად, მაქსიმალური სიმშვიდე ესაჭიროება.
აღნაგობით ქალწულთა უმრავლესობა გამხდარი უფროა, ვიდრე მძიმე წონისა. მოქნილებსა და დახვეწილებს სახის პატარა, კოხტა ნაკვთები, სწორი ცხვირი, მომცრო ზომის ყურები და გონიერი, საოცრად ლამაზი და ნათელი თვალები აქვთ.
გარდა გრაციოზულობისა და უდაო მომხიბვლელობისა, მათ გარეგნობას ზოგჯერ პატივმოყვარეობის ანარეკლიც დაჰკრავს. საკუთარი ვიზუალური იმიჯის მიმართ ქალწულები, გულგრილნი არასოდეს არიან. ყურადღებას აქცევენ არა მარტო იმას, თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურებიან, არამედ იმასაც ფოტოებსა და პორტრეტებზე, რამდენად კარგადაა წარმოჩენილი მათი გარეგნული ღირსებები.
თუკი მოახერხებთ და ქალწულს შეუმჩნევლად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ საკუთარ თავს სარკეში ხშირ-ხშირად ათვალიერებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰგონია არავინ მხედავსო. საერთოდ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ჩაცმითაც უნაკლო გემოვნებით იცვამენ და ზოგიერთი მათგანის სამოსს, რამდენადმე კონსერვატორული იერიც კი დაჰკრავს.
მართალია ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის, ძირითადად ტანმორჩილი ხალხი გვხვდება, მაგრამ მათი კუნთოვანი სისტემა ერთობ განვითარებულია და ფიზიკურადაც, იმაზე ბევრად უფრო ამტანები არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით მოჩანს.
ამას გარდა, ქალწულებს ხანგრძლივი და დაძაბული გონებრივი დატვირთვის აღებაც შეუძლიათ საკუთარ თავზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში, სრულფასოვანი დასვენებისა და დაბალანსებული სამუშაო გრაფიკის გარეშე, მათ ნერვულ სისტემას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
გარეგნულად ქალწული, ერთი შეხედვით მშვიდი, ინდეფერენტული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც, ძლიერი სულიერი განცდები იმალება. ქალწულები ემოციებს ყოველთვის გულში იკლავენ, რაც ცუდად მოქმედებს მათს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები კარგად ერკვევიან საკვებში, სამოსში, სამუშაოში, სიყვარულში, მეგობრობაში. ყოველთვის ისე სუფთად გამოიყურებიან გეგონებათ ბრწყინავენო. საკუთარ ჯანმრთელობასაც თვალის ჩინივით უფრთხილდებიან და სძულთ სიზარმაცე.
ფხიზელი გონების წყალობით, ილუზიებს არასდროს ეძლევიან. მაშინაც კი, როცა შეყვარებულები არიან, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით არ უყურებენ და როგორც შეყვარებულის, ისე მათი ურთიერთდამოკიდებულების ღირსბებსა და ნაკლოვანებებსაც თვალნათლივ ხედავენ.
ქალწულთა უმრავლესობა მახვილი, გესლიანი გონებით ბრწყინავს და იშვიათი პიროვნული მომხიბვლელობით გამოირჩევა, რაც მერკურის მფარველობაში მყოფ ადამიანებს საერთოდაც ახასიათებთ.
თუ ქალწულს ვისიმე ვულგარულობა, გონებაჩლუნგობა ან უყურადღებობა აღიზიანებს, ნერვიული და ბუზღუნა ხდება. თავად მასთან ურთიერთობა კი მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის გამო იშვიათადაა რთული.
გამომდინარე იქედან, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებულ სიამოვნებას, ავდმყოფებისა და გაჭირვებულების მოვლა-პატრონობა ანიჭებთ. შემთხვევითი როდია, რომ ცნობილი მოწყალების დათა უმრავლესობა, სწორედ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა.
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ქალწულს შეუძლია წვრილმანებზე გაუთავებელი და მომაბეზრებელი საყვედურებით, წყობიდან გამოგიყვანოთ, თუ გაჭირვებაში ჩავარდნილი გნახათ, დახმარების ხელს უყოყმანოდ გამოგიწოდებთ.
იგი სხვებისადმი შესაძლოა ზოგჯერ, ზედმეტად კრიტიკულიც იყოს, მაგრამ საკუთარ ნაკლოვანებებს, არასოდეს აღიარებს. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას თავი ყველაზე უკეთესი ჰგონია, პირიქით ბუნებით კრიტიკული ქალწული, სწორედ საკუთარი თავის მიმართაა ყველაზე მომთხოვნი, უბრალოდ სიამაყე არასოდეს აძლევს უფლებას, ეს საჯაროდ აღიაროს.
ხალხში ქალწულის გამორჩევა ძნელი არ არის. ამ ადამიანის ერთ ადგილას, მით უმეტეს უსაქმოდ გაჩერება, უბრალოდ შეუძლებელია. გარკვეული დროის მერე, იგი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვება და მთელი თავისი გამომეტყველებით მიგანიშნებთ, რომ უამრავი საქმე აქვს და ისედაც საკმარისზე მეტი დრო დაგითმოთ.
ძალიანაც რომ გაანაწყენოთ ქალწული, მისი სახე უშფოთველ იერს ინარჩუნებს. საერთოდაც, იგი წყობიდან ძალზე იშვიათად გამოდის და რამდენსაც არ უნდა ეცადოთ, მისგან ვერც ემოციების უსაზღვრო გამომჟღავნებას, ვერც განსაკუთრებულ მფლანგველობას ვერ ეღირსებით. გაწეული სიკეთის საზღაურადაც იშვიათად იღებენ სამაგიეროს და ეს იმით აიხსნება, რომ მათ არ სურთ ვინმესთან დავალებულად გრძნობდნენ თავს.
საერთოდ ქალწულებს ფინანსური დამოუკიდებლობა იმდენად უყვართ, რომ მისი დაკარგვის შიშით (განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ასაკში), ზოგიერთი მათგანი ზედმეტად ხელმომჭირნე, თითქმის ძუნწიც კი ხდება. სამაგიეროდ თუ ქალწული, საკუთარ მატერიალურ სტაბილურობაში დარწმუნდა, თავს ფულის ხარჯვის უფლებასაც აძლევს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, თანხას მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენებს და არა ექსტრევაგანტური სისულელეების შესაძენად.
ქალწულებს არ უყვართ მათხოვარი, ღატაკი და უსაქმური ადამიანები. თუმცა გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს, მხარში უყოყმანოდ ამოუდგებიან. იგი ათასჯერ მაინც აწონ-დაწონის, სანამ საკუთარი თავისთვის მცირეოდენ თანხას გაიმეტებს, მაგრამ იმას, ვისაც მართლა უჭირს, შეუძლია მთელი ქონება ანაცვალოს.
ჭეშმარიტი ქალწული ფულს ქარს არასოდეს გაატანს, რადგან მისი მოპოვება მძიმე შრომით უხდება და არც იმის შანსს გაუშვებს ხელიდან, ზიზღით მოიხსენიოს უქნარები და ფუქსავატები.
მახვილი გონების წყალობით, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, უმცირეს, წვრილმან ნაკლოვანებებსაც კი ამჩნევენ ყველაფერში, იქნება ეს სამსახური, ადამიანური ურთიერთობები თუ ზოგადად ცხოვრება.
თუკი ჯანმრთელობა ნერვული გადაღლილობით, გადამეტებული მუშაობით ან პესიმიზმით არ გაიფუჭეს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ბუნებით ძალზე ჯანმრთელი ხალხია. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი სხეულის მოვლას და მათ შორის ბევრი ვეგეტარიანელიც გვხვდება.
ქალწულებს უყვართ: კატები, ჩიტები და საერთოდ პატარა, უმწეო არსებებზე ზრუნვა. ადამიანში აფასებენ: სიმართლეს, პუნქტუალობას, ყაირათიანობასა და კეთილგონიერებას.
ვერ იტანენ: გადამეტებულ სენტიმენტალობას, სიბინძურეს, ვულგარულობას, ფეთხუმობას და უქნარობას. არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები და იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებიც საკუთარ ბედს ყოველთვის თავიანთი ხელით ჭედავენ.

კურო
მმართველი პლანეტა: ვენერა
სტიქია: მიწა
ჰავა: თბილი
ტემპერამენტი: მელანქოლიკი
ფერები: ცისფერი მწვანე, ყავისფერი
ქვა: ზურმუხტი,ბრილიანტი
ბედნიერი რიცხვი: 6
ჰავა: თბილი
ტემპერამენტი: მელანქოლიკი
ფერები: ცისფერი მწვანე, ყავისფერი
ქვა: ზურმუხტი,ბრილიანტი
ბედნიერი რიცხვი: 6
ხასიათის შტრიხები რეალისტი, დინჯი, მუყაითი მშრომელი, წვრილმანებისადმი ძალზე მგრძნობიარე, ფიზიკურად ძლიერი და გასაოცარი ამტანობით გმორჩეული. ამასთანავე გულუხვი, მიზანსწრაფული თუმცა საშინლად ჯიუტი. როცა ბრაზობს შეუძლია იყოს ძალზე სასტიკი, დაუნდობელი და შეუბრალებელიც კი.
ტიპიურ კუროს ნათელი, მშვიდი მზერა აქვს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოძრაობა და საუბარის მანერაც ზუსტად ისეთივე აუჩქარებელი და მშვიდი აქვთ, როგორც მზერა. კურო-ქალების ხასიათში კი თანდაყოლილ, ბუნებრივ სიმშვიდეს გრაციოზული, ზანტი მანერებიც ერთვის თან. გარეგნულად კუროებს შორის, უფრო შავგვრემანი ხალხი სჭარბობს, მაგრამ ქერა და ცისფერთვალება კუროც რომ ნახოთ არ შეცდეთ, ამ ადამიანის ხასიათი აფსოლუტურად და ზუსტად შეესიტყვება მისი ზოდიაქოს ნიშანს.
კურო დინჯი, მშვიდობიანი არსებაა. უყვარს როცა არავინ აწუხებს და არც თავად გადაეღობება უმიზეზოდ ვინმეს წინ. მას შეუძლია თვეობით და წლობითაც კი, თავისი საქმე აკეთოს უხმაუროდ, ყოველგვარის სახის ჩოჩქოლსა და აყალ-მაყალს მოერიდოს, მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დღეს მოთმინების ფიალა აევსო, უფრთხილდით.
კურო იმპულსური სულაც არ არის, მაგრამ ამ ადამიანის განრისხება მართლაც რომ საშინელია. ასეთ დროს იგი სტიქიასავით დაუნდობელი ხდება და გზად შემხვედრს, ყველას და ყველაფერს ანადგურებს.
კუროები როგორც წესი ყოველთვის ფულიანი ხალხია. მართალია ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ შორის ყველა უკლებლივ მიოლიონერია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სწორედ მათგან გამოდიან საუცხოო ფერმერები, ბანკირები, უძრავი ქონებით მოვაჭრეები და ა.შ.
თავის სიმდიდრეს კურო ნელ-ნელა, მუყაითად აგროვებს და საკუთარი კეთილდღეობის კოშკს ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუზარელი შრომით აგებს. იგი იშვიათად ნერვიულობს როცა რაიმე არ გამოსდის, ეს იმიტომ, რომ ბუნებით უაღრესად ამაყია და ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება. თუმცა სასურველი მიზნისკენ სავალ გზაზე, რა სირთულის დაბრკოლებაც არ უნდა შეხვდეს, უკან არასოდეს დაიხევს.
გამომდინარე იქედან, რომ კუროთა უმრავლესობა სახლს და ოჯახურ ატმოსფეროს აღმერთებს, სადმე სტუმრად წასვლას, მათ ყოველთვის თავად ურჩევნიათ მასპინძლის როლში ყოფნა.
კურო მიწის ნიშანია და ამიტომ ბუნების, სიმწვანის სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა იძულებულია მრავალბინიან სახლში იცხოვროს, იგი ყვავილებით მორთული აივნის ან თუნდაც ფანჯრის რაფებზე გამწკრივებული ქოთნების გარეშე ვერ გაძლებს.
ბუნებით ჯიუტსა და თავისნათქვამას, ღრმად სწამს რომ საზრიანი და მტკიცე ხასიათის პიროვნებაა. მისი ადგილიდან დაძვრა უსაშველოდ ძნელია, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით, სამაგიეროდ ორივე სქესის კუროებს ერთი ძალზე დადებითი თვისება აქვთ: უჩვეულოდ მომთმენნი არიან და შეუძლიათ წლების მანძილზე უხმოდ აიტანონ ფიზიკური თუ მორალური გასაჭირი. ამასთან რაც მეტად უჭირთ, მით უფრო ჯიუტები და გამძლეები ხდებიან.
ოჯახისა და მეგობრებისადმი კუროების ერთგულება უსაზღვროა, ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ფინანსებთან მიმართებაში უკლებლივ ყველა მათგანი საკმაო ყაირათიანობით გამოირჩევა, გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლებისთვის, ფული არასოდეს დაენანებათ.
ვენერას მფარველობაში მყოფი კუროების უმრავლესობა, დიდ ინტერესს ამჟღავნებს ხელოვნების სხვადასხვა დარგების მიმართ. კარგი ფერწერული ნამუშევრის ან კლასუკური მუსიკისადმი, ბუნებით ესთეტი კურო, გულგრილი არასოდეს დარჩება. ტყუილად როდი ცოცხლობს ამ ადამიანებში ხელოვნების მფარველი ქალღმერთის სული.
კურო ყელით იმართება და აქედან გამომდინარე, მათ უმრავლესობას კარგი ხმა აქვს და ზოდიაქოს ამ ნიშნით ბევრი ბრწყინვალე მომღერალი იბადება. მუსიკა მათ მთელი ცხოვრება ახლავთ თან, ფერწერა კი ჰობი მაინც იქნება თუ პროფესია არა. მგრძნობირე კუროს ცის ფერი ხიბლავს. საერთოდ ლურჯი ტონების გრადაცია მას სიმშვიდისკენ განაწყობს. ნაკლებად უყვარს, შესაძლოა ითქვას აღიზიანებს კიდეც წითლის, ვარდისფერისა და ნარინჯის ფერის გამა.

|